ილიაუნის სტუდენტების პეტიცია

  • by: Def Ender
  • recipient: აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობით საბჭოს

მოგახსენებთ, რომ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით, უკმაყოფილებას გამოვთქვამთუნივერსიტეტის რექტორის, ბატონ გიგა ზედანიას მიერ მიღებულიბრძანებასთან ( #03-529) (16.04.2014) დაკავშირებით,რომელიც ეხება 2013წლისშემოდგომისსემესტრისრეიტინგებს და რომლითაც შეიცვალა სტუდენტთა სტიპენდიების გაცემის აქამდე არსებული წესი.

 

გვსურს გაცნობოთ, რომ ზემოხსენებულ ბრძანებას უნივერსიტეტში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და სტუდენტებში უსამართლობის გრძნობა გაჩნდა, აღნიშნულს კი ნამდვილად აქვს მყარი სამართლებრივი, საგნობრივი და შინაარსობრივი საფუძველი. კერძოდ, სამართლის სკოლაში სწავლა გამოირჩევა სპეციფიკურობით, რაც გამოიხატება სემესტრის განმავლობაში გასავლელი საგნების რაოდენობით (5-8სასწავლო საგანი),საგნების (მასალის სირთულეში - დროსთან მიმართებით) და სტუდენტთა მიერ მიღებული შეფასების მაქსიმალურ ადეკვატურობაში. აქედან გამომდინარე,სამართლის სკოლაში პრაქტიკულადდათეორიულადაც შეუძლებელია, სემესტრის განმავლობაში,საშუალოდ  შვიდ(რიგ შემხვევაში 8) სასწავლო საგანში სტუდენტს ჰქონდეს საშუალო შეწონილი 100 ქულა.

 

მიუხედავად იმისა, რომ  უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაცია (ზემოხსენებული ახალი ბრძანება) საუბრობს ე.წ. საუნივერსიტეტო რეიტინგზე, რომელიც იდეის დონეზე შესაძლებელია, რომ  ზოგ შემთხვევაში,სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე იყოს დაფუძნებული, თუმცა  ამ შემთხვევაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისრეალობა ამ პრინციპებს ნამდვილად ვერ შეესაბამება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

  1.        არ არის მართებული,სხვადასხვა ფაკულტეტისა და სკოლის სტუდენტების ერთმანეთთან შედარება, ვინაიდან მათ განსხვავებულ გარემოში, განსხვავებული საგნების შესწავლა უწევთ.თითოეული ფაკულტეტისა და სკოლის სასწავლო პროცესი არის სხვადასხვაგვარი და თავისი სპეციფიკურობით გამოირჩევა.  მაგალითად;სამართლის სკოლაში გვაქვს ინტენსიური ორ კვირიანი სასწავლო კურსები, რომელთა პირდაპირი შედარება ნებისმიერ სხვა პროგრამის სასწავლო კურსებთან არა მხოლოდ უსამართლო, არამედ  განათლების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით არაკორექტულიცაა.
  2.        არსებობს არსებითი რაოდენობრივი სხვაობა ფაკულტეტებზე და სკოლებში სტუდენტებს შორის, რაც უკვე გამორიცხავს თანასწორუფლებიანობის შესაძლებლობას კვოტირების პრინციპის გარეშე.

 

სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული სტიპენდიის გაცემის წესის საფუძველში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები:

 

  1.                    თითოეულ ფაკულტეტსა თუ სკოლაში აქტიურ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციული (პროცენტული) მაჩვენებელი.
  2.                    პროპორციის შიგნით იმ რაოდენობის სტუდენტთა დაფინანსება, რომელთა რაოდენობასაც შეესაბამება  პროცენტული წილი მთელი სასტიპენდიო ფონდისა (მაგალითისათვის, თუ სამართლის სკოლაში სწავლობს უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო რაოდენობის 10 %, ხოლო სასტიპენდიო ფონდი არის 300 000 (სამასი ათასი) ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო ფონდი უნდა შეადგენდეს 300 000-ის 10%-ს, ანუ - 30 000-ს, რაც თითოეულ სტუდენტზე (750 ლარი) დაანგარიშებით გულისხმობს იმას, რომ სტიპენდიანტთა რაოდენობა სამართლის სკოლიდან ამ კონკრეტული მაგალითის პირობებში იქნებოდა 42 სტუდენტი). 
Sign Petition
Sign Petition
You have JavaScript disabled. Without it, our site might not function properly.

Privacy Policy

By signing, you accept Care2's Terms of Service.
You can unsub at any time here.

Having problems signing this? Let us know.