Urge Georgian government to ratify international legal instruments for the protection of animal rights and update the legislation on animal protection in Georgia

მიმართვის ქართული ვერსია იხილეთ ინგლისური ვერსიის შემდეგ

Georgia, Tbilisi,  4th  October 2016

NGO “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” – GSPSA

A P P E A L

to
The President of Georgia – Mr. Giorgi Margvelashvili



Dear Mr. President,

We are appealing to you on October 4, 2016 – since 1929 this day is celebrated as world animal day – http://www.worldanimalday.org.uk/ . All animal welfare activists and animal lovers join forces on this day to contribute to animal welfare. October 4 – world animal day – is well known throughout the world and appreciated notwithstanding nationality, religion, belief or political allegiance.

Mr. President, we, the NGO “Georgian Society for the Protection and Safety of Animals”, intellectuals in Georgia and other countries, for whom the interests and the values of the world’s civilized  countries’ people are common, appeal to the Georgian government to set in motion animal defense mechanisms, that will undoubtedly have great significancein humane control of our ecosystem.

Georgia has not signed the international animal rights conventions and other acts. Issues of animal defense and animal cruelty preventions are not regulated within the country, there are no state laws in the field of animal protection, except for the article §259 of the Georgian Criminal Code (This article is so-called “dead” and there are no records of using it, in spite of mass animal abuse facts).

There are significant problems in the management of domesticated and wild animals’ populations. Because of the non-existence of the laws, animal abuse has reached its maximum. Many wild animal species are on the verge of extinction. We have already lost Animals like Georgian Bison, gazelle and others. Bears and wolfs have turned into attractions of restaurants, they are locked in small cages and present “entertainment” for drunk people. In spite of the activities of international welfare organizations, no reserves for wild animalshave been created. Because of the liberal laws on hunting, there are many poachers and control of animal populations is impossible.

According to animal rights world declaration, hunting and fishing practiced as a pastime as well as any use of wild animals for reasons that are not vital, violates wild animals rights, any act compromising the survival of a wild species and any decision leading to such an act are tantamount to genocide, that is to say, a crime against the species (§4, §8). Unfortunately, due to hunting popularization and mass poaching, when even members of authorities practice these illegal activities, such fact remain without due response and control.

The situation with domesticated animals (dogs, cats) is even worse. Due to decades of mechanical elimination of stray domesticated animals, low public awareness and absence of staff acquainted with international humane practice and respective experience, the fate of stray animals depends only on humane attitude and incentive of separate individuals.

Due to lack of the laws in this field, self-government institutions – city and region councils cannot prepare major administration acts to introduce humane control of stray animal population. Animal abuse is widespread and no reasonable or strict actions are taken against people aggressive towards animals.

It is also very sad that dog fights are a very popular entertainment, they are held in cities and regions during the daylight and the organizers of these bloody shows are not persecuted by the law.

The fact that large part of Georgian population and government officials are not aware of animal protection issues is disturbing. Sharing of the experience from international organizations is limited to short visits and does not actually improve the awareness. Nor other steps are made for solving the problem of stray animals in accordance with recommendations of international organizations, clearly indicating the need of update and change of these methods. Moreover, the concern of international society on these issues are mostly left without attention.

We welcome the fact that municipal and private shelters in Tbilisi, Gori and Batumi conduct various programs for population control of domesticated animals, but due to absence of legislation base and unified policy these positive trends are impeded and are not widely successful.

Due to the above mentioned, the mentality of our society is very low because of lack of laws and educational programs, which has negative impact on the humane relations between animal world and humans.

International Declaration of Animal Rights

Article 10. Educational and schooling authorities must ensure that citizens learn from childhood to observe, understand and respect animals.

We, NGO “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” and intellectual part of citizens, are worried by animal abuse and urge state government to solve this issue in a civilized and humane form.  For solving the problem, government should use internationally accepted humane methods: Take into account the recommendations of WSPSA, PETA, “Foundation Brigitte Bardot” and other worldwide known organizations. First steps for solving the problem must be: mass vaccinations, spay/neuter, TNR programs, finding homes. All of these must happen in a good equipped shelters and must be based on relevant legislation bases (legislation must also contain laws about breeding regulation). At the same time, euthanasia of healthy pets( dog and cat) should be prohibited. Euthanasia is allowable only when animal suffers from incurable illness or endangers health of human, what is measured by strict criteria.

We urge you to think of and act something to conduct humane strategies successfully and develop a state animal population control program according to the European standards.

We hope that new government will not leave this appeal without attention and will not repeat mistakes made throughout the previous years, which brought about population destabilization, uncontrolled illnesses, unnatural migrations, extinction of species, increased number of stray animals and increased aggression, misuse of state funds, estrangement and frustration of the animal loving intellectual part of our society, mass and systematic culling of animals with unacceptable methods.

In several days after this appeal parliamentary elections will be conducted in Georgia. Unfortunately and surprisingly none of the political parties mentioned resolving animal welfare issues in the election campaign. It will be very disappointing if newly elected legislative body of the country will not adopt the needed laws regarding animal protection and population control for years to come. We want to think that some members of the future parliament will focus on this field.

Mr. President, Georgian and international intellectual society, millions of animal protection activists and animal lovers need your incentive in regulating this issues in legislative body of the state. We are aware of your kind and humane attitude towards animals.

We urge Georgian government and parliament to take action:

  1. Ratify  Universal Declaration of Animal Rights.
  2. Ratify  European Convention for the Protection of Pet Animals
  3. Update and tighten the legislation about animal protection

We want the legislation body to adopt correct and competent decision regarding animal population control which will establish basis for financial, professional and moral support from local, international and donor organizations. All of these will encourage the development and advance of the country.

Regards,

Teimuraz Tsikoridze

Chairman of NGO “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” - GSPSA

www.gspsa.org.ge

------------------------------------------------------------

საქართველო, თბილისი 2016 წლის 4 ოქტომბერი

 საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება –GSPSA -

მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ  გიორგი მარგველაშვილს

ბატონო პრეზიდენტო!

მოგმართავთ 2016 წლის 4 ოქტომბერს - 1929 წლიდან მოყოლებული ამ დღეს აღინიშნება მსოფლიოს ცხოველთა  დღე -  http://www.worldanimalday.org.uk/.  ამ დღეს მსოფლიოს ყველა ცხოველთა დამცველი და მოყვარული ერთიანდება იმისათვის, რომ ცოტათი მაინც ხელი შეუწყონ უკეთესი გარემოს ჩამოყალიბებას ცხოველებისათვის. 4 ოქტომბერი - ცხოველთა დაცვის დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, რწმენისა და პოლიტიკური შეხედულებისა.

ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ „საქართველოს  ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“, საქართველოსა და სხვა ქვეყნების საზოგადოების ინტელექტუალური წარმომადგენლები, ვისთვისაც ღირებული და მნიშვნელოვანია მსოფლიოს ცივილიზირებული ქვეყნების ხალხთა საერთო ინტერესები, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა ყოფისა და დაცვის მექანიზმების ამოქმედებისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, რასაც უდაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება ეკოსისტემის ჰუმანური წესებით მართვისათვის.

საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები, არ არსებობს სახელმწიფო კანონები ცხოველთა დაცვის სფეროში, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს (ეს მუხლი ე.წ. „მკვდარი“ მუხლია და მისი გამოყენება არ დაფიქსირებულა ერთეული შემთხვევების გარდა, მიუხედავად ცხოველთა მიმართ სისასტიკის მასობრივი ხასიათისა).

საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებია როგორც შინაურ, ასევე გარეულ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებში. კანონთა არარსებობისა და არასრულყოფილების გამო  გამეფებულია  ცხოველისადმი სისასტიკე.  გადაშენების პირასაა საქართველოს გარეულ ცხოველთა ბევრი სახეობა, მათ შორის წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველები. საქართველოში უკვე დავკარგეთ  ცხოველთა ისეთი სახეობები, როგორიცაა  დომბა, ჯეირანი და სხვა. დათვი და მგელი გადაიქცნენ რესტორნების მეპატრონეთა თავშესაქცევად, დამწყვდეული არიან რა პატარა ვოლიერებში, ნაბახუსევი ადამიანების დასაცინ და გასართობ „ნივთს“ წარმოადგენენ. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობისა, საქართველოში დღემდე ვერ გადაწყდა გარეული ცხოველებისათვის შესაბამისი სახელმწიფო თავშესაფრების დაარსების საკითხი. ნადირობის შესახებ ლიბერალური კანონმდებლობის გამო, გამეფებულია ბრაკონიერობა და ვერ ხერხდება ცხოველთა პოპულაციების სათანადო კონტროლი.

ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის თანახმად ნადირობა  გართობა-დროსტარების მიზნით არღვევს გარეულ ცხოველთა ძირითად უფლებებს, ხოლო ნებისმიერი  ქმედება ან გადაწყვეტილება, მიმართული გარეული ცხოველის სახეობის განადგურებისაკენ, გენოციდის ექვივალენტურია, ანუ არის დანაშაული მიმართული სახეობის წინააღმდეგ (ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია, მუხლი 4, 8). სამწუხაროდ, ნადირობის პოპულარიზაციისა და უკანონო ნადირობის მასობრივი ხასიათის ფონზე, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებიც კი მისდევენ ამ მანკიერ პრაქტიკას, სათანადო რეაგირება და კონტროლი ამ სავალალო ფაქტებზე არ ხდება.

უმძიმესი მდგომარეობაა შინაურ ცხოველებთან (ძაღლები, კატები) დაკავშირებით. უსახლკარო შინაური ცხოველების მექანიკური განადგურების მრავალწლიანი პრაქტიკის, მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონისა და ამ სფეროში გამოცდილი და საერთაშორისო ჰუმანური პრაქტიკის მცოდნე კადრის არარსებობის გამო, უსახლკარო ცხოველების ბედი ცალკეული ადამიანების ჰუმანურ დამოკიდებულებასა და ინიციატივაზეა დამოკიდებული.

ქალაქებისა და რაიონების თვითმართველობის ორგანოები ამ სფეროში ქვეყნის ძირითადი კანონების არ არსებობის, ან არასრულყოფის გამო  ვერ ახერხებენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული აქტების მომზადებას და ცხოველთა პოპულაციის მართვის საერთაშორისო ჰუმანური წესების დასამკვიდრებლად. ცხოველთა მიმართ სისასტიკე  მასობრივ ხასიათს ატარებს და არ ხდება ცხოველების მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანების მიმართ  რაიმე გონივრული და მკაცრი ზომების მიღება.

სამწუხაროა ისიც, რომ ძაღლების ჩხუბი  (მომეტებული აგრესიის ძაღლის ჯიშებს შორის) პოპულარობით სარგებლობს და დაუფარავად იმართება ქალაქებსა და რაიონებში, ხოლო სამართალდამცავი სტრუქტურები ხშირ შემთხვევაში ამ ფაქტებზე არ რეაგირებენ.

შეშფოთებას იწვევს, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილის, ისევე სახელისუფლებო ორგანოების მუშაკთა დაბალი ცნობიერების დონე ცხოველთა დაცვის საკითხებში.  არ იდგმევა ნაბიჯები  უპატრონო ცხოველების პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სადაც არაორაზროვნადაა მითითებული საქართველოში არსებული მეთოდების განახლებისა და ცვლილების საჭიროება. უფრო მეტიც, საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით ძირითად შემთხვევებში უყურადღებოდ რჩება.

მისასალმებელია, რომ თბილისში, გორში, ბათუმში არსებული მუნიციპალური და კერძო თავშესაფრები ახორციელებენ შინაური ცხოველების პოპულაციის მართვის სხვადასხვა პროგრამას, მაგრამ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზისა და ერთიანი პოლიტიკის არარსებობის გამო ეს დადებითი ტენდენციები ფერხდება და ვერ იძენს მასობრივ ხასიათს.  

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მოსახლეობის ცნობიერება ძალზე დაბალია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროსა და ადამიანებს შორის ჰუმანური ურთიერთობის დამკვიდრებაზე.

ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია - მუხლი10. საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

„საქართველოს  ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“  და   მოქალაქეთა ინტელექტუალური ნაწილი შეშფოთებულნი ვართ ცხოველთა მიმართ უკიდურესი სისასტიკით და მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას საკითხი გადაწყვიტონ ცივილიზებული და ჰუმანური ფორმით. ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანური მეთოდები. მხედველობაში მიიღოს მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციების რეკომენდაციები. უსახლკარო ცხოველების პრობლემის ეფექტური გადაწყვეტისათვის პირველი ნაბიჯები უნდა იყოს: მასობრივი აცრები, სტერილიზაცია, კასტრაცია, მიკედლების ადგილებზე დაბრუნება და ცხოველების გაჩუქება-დაბინავებაზე ზრუნვა, რაც კეთილმოწყობილ თავშესაფარში უნდა ხდებოდეს და შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ეყრდნობოდეს (კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს შინაური ცხოველების გამრავლება-გაყიდვის მარეგულირებელ წესებსაც). ამასთანავე, საქართველოს კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტების თანახმად ჯანმრთელი შინაური ცხოველის (ძაღლი და კატა) მოკვლა დაუშვებელი უნდა იყოს. მოკვდინება უმტკივნეულო მეთოდით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იტანჯება უკურნებელი სენით, ან საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, რაც ფასდება მკაცრი კრიტერიუმებით და ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისოდ მიღებული მოკვდინების ჰუმანური მეთოდები.

ქვეყნის ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და რაიმე იღონოს ჰუმანური სტრატეგიების წარმატებით გატარებისათვის და შეიმუშავოთ ცხოველთა პოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა ევროპული სტანდარტების მიხედვით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებს ამ მიმართვას და არ გაიმეორებს წლების მანძილზე დაშვებულ შეცდომებს, რომლებმაც შედეგად გამოიღო ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაცია, დაავადებების უკონტროლობა, არაბუნებრივი მიგრაცია, ცალკეულ სახეობათა გადაშენება, უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის გაზრდა და მომეტებული აგრესიულობა, სახელმწიფო თანხების არასწორი ხარჯვა,  მოსახლეობის ცხოველთა მოყვარული ინტელექტუალური ნაწილის გაუცხოება და იმედგაცრუება, ცხოველთა მასობრივი და სისტემატური განადგურება სასტიკი და მიუღებელი მეთოდებით.

ამ მომართვიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. სამწუხარო და გამაოგნებელია, რომ პოლიტიკურმა პარტებმა წინასაარჩევნო პროგრამაში ცხოველთა დაცვის საკითხების მდგომარებაზე არაფერი თქვეს. სამწუხარო იქნება, თუ ქვეყნის ახლად არჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო წლების მანძილზე კვლავ არ მიიღებს აუცილებელ კანონებს ცხოველთა დაცვისა და პოპულაციის მართვის დარეგულირებისათვის. გვინდა გვჯეროდეს, რომ ახალ პარლამენტში იქნება თუნდაც რამდენიმე დეპუტატი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს სფერო.

ბატონო პრეზიდენტო!  საქართველოსა და სხვა ქვეყნების ინტელექტუალური საზოგადოება, მილიონობით ცხოველთადამცველი და მოყვარული ადამიანი თქვენგან მოელიან ინიციატივას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხის დარეგულირების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენთვის ცნობილია  თქვენი კეთილი და ჰუმანური დამოკიდებულება ცხოველების მიმართ.

ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან და პარლამენტისგან  მოვითხოვთ:

  1. ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის რატიფიცირებას
  2. ცხოველთა დაცვის ევროპის კონვეციის რატიფიცირებას
  3. ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების მიღებას, დამატებას და გამკაცრებას ცხოველთა დაცვის სფეროში

მოვითხოვთ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს სწორი და კომპეტენტური გადაწყვეტილება ცხოველთა პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით, რაც საფუძველს შექმნის ადგილობრივი,  საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური, პროფესიული და მორალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად.  ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.

 პატივისცემით,

თეიმურაზ წიქორიძე

 ააიპ  „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA - ის თავმჯდომარე

www.gspsa.org.ge 

 

 

 

firma la petición
firma la petición
Has deshabilitado JavaScript. Sin este programa, puede que nuestro sitio no funcione debidamente.

política de privacidad

al firmar, aceptas los condiciones del servicio de Care2
Puede administrar sus suscripciones por correo electrónico en cualquier momento.

¿Tienes dificultades para firmarla?? Infórmanos.