შეწყდეს უსახლკარო ცხოველთა მიმართ აგრესია დაზიანება, დასხიჩრება მკვლელობა ადამიანთა მხრიდან

მიმართვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ თქვენ ხართ ჩვენი სულიერი მამა, კარგად იცით როგორ უყვარხართ ქართველ ხალხს და რა დიდი ძალა და მადლი აქვს თქვენს სიტყვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხალხის ჩვენი ერის უმეტესობა შევიდა რწმენაში და ბევრი ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება იმის გამო რაც ხდება დღეს დღეისობით ჩვენს ქვეყანაში. მომატებული აგრესია ხალხში. ქალებში, კაცებში, მოზარდებში პატარა ბავშვებში და ეს აგრესია გამიხატება უმეტესად მათი მხრიდან უსუსურ არსებებსზე უსახლკარო ცხოველებზე. მათ თხრიან თვალებს,ყრიან ცოცხლად ნაგვის ურნებში, მდინარეებში, ტბებში, ესვრიან ქვებს ასახიჩრებენ კლავენ და ამას ჩადიან ხშირად შეგნებულად და რაც ყველაზე საშინელებაა კიდევ ცხოველების მიმართ ზიზღს და სისტიკეს ბავშვები იძენენ სწორედ ოჯახებში მშობლებისაგან ან ბებია პაპებისგან.თქვენო უწმინდესობავ თქვენ ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ როგორც ადამიანები ისევე ყოველივე ცოცხალი არსებები არიან უფლისგან მოვლენილები და შექმნილი და მათ ისეთივე უფლებები აქვთ ამ სამყაროში არსებობის როგორიც ჩვენ ადამიანებს. ვერც ერთი ბალახი, ყვავილი ან თუნდაც კენჭი ვერ მოევლინებოდა ამ ქვეყანას უფლის ნების გარეშე. ამაზე ბიბლიაშიც არა ერთი მაგალითია მოცემული, მაგალითად გავიხსენოთ თუნდაც ნოეს კიდობანი, როდესაც წარღვნა იყო მოსალოდნელი,როგორ გადაარჩინა ნოემ მრავალი შინაური თუ გარეული ცხოველები. როდესაც ისინი კიდობანში შეიყვანა. აქედან უკვე ნათლად ჩანს უფლის დიდი სიყვარული ცხოველთა სამყაროს მიმართ. ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ ბევრი მაგალითები. თქვენო უწმინდესობავ ჩვენ ცხოველთა დამცველებმა გვინდა მოგმართოთ თხოვნით იქნებ თქვენი საკვირაო ქადაგებების მერე ყოველ კვირას დაუთმოთ ამ თემას და დაავალოთ მოძღვრებს რომ მათაც მიუძვნან თავიანთი ქადაგებები ყოველ კვირა დღე დაუთმონ ამ თემას. მოუწოდონ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ბავშვებს, დიდებს, პატარებს ,მოზარდებს, რომ უსახლარო ცხოველებს რომ დაინახავენ ქუჩაში ქვა კი არ უნდა ესროლონ და თავი კი არ უნდა გაუხეთქონ და მოკლან, არამედ დააპურონ ისინი დაუდგან წყლები რომ წყურვილით არ დაიხოცონ და უყვარდეთ და ზრუნავდნენ მათზე, როგორ უფლის მიერ შექმნილ არსებებზე

Sign Petition
Sign Petition
You have JavaScript disabled. Without it, our site might not function properly.

Privacy Policy

By signing, you accept Care2's Terms of Service.
You can unsub at any time here.

Having problems signing this? Let us know.