მოგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით, უკმაყოფილებას გამოვთქვამთუნივერსიტეტის რექტორის, ბატონ გიგა ზედანიას მიერ მიღებულიბრძანებასთან ( #03-529) (16.04.2014) დაკავშირებით,რომელიც ეხება 2013წლისშემოდგომისსემესტრისრეიტინგებს და რომლითაც შეიცვალა სტუდენტთა სტიპენდიების გაცემის აქამდე არსებული წესი.
გვსურს გაცნობოთ, რომ ზემოხსენებულ ბრძანებას უნივერსიტეტში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და სტუდენტებში უსამართლობის გრძნობა გაჩნდა, აღნიშნულს კი ნამდვილად აქვს მყარი სამართლებრივი, საგნობრივი და შინაარსობრივი საფუძველი. კერძოდ, სამართლის სკოლაში სწავლა გამოირჩევა სპეციფიკურობით, რაც გამოიხატება სემესტრის განმავლობაში გასავლელი საგნების რაოდენობით (5-8სასწავლო საგანი),საგნების (მასალის სირთულეში - დროსთან მიმართებით) და სტუდენტთა მიერ მიღებული შეფასების მაქსიმალურ ადეკვატურობაში. აქედან გამომდინარე,სამართლის სკოლაში პრაქტიკულადდათეორიულადაც შეუძლებელია, სემესტრის განმავლობაში,საშუალოდ შვიდ(რიგ შემხვევაში 8) სასწავლო საგანში სტუდენტს ჰქონდეს საშუალო შეწონილი 100 ქულა.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაცია (ზემოხსენებული ახალი ბრძანება) საუბრობს ე.წ. საუნივერსიტეტო რეიტინგზე, რომელიც იდეის დონეზე შესაძლებელია, რომ ზოგ შემთხვევაში,სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე იყოს დაფუძნებული, თუმცა ამ შემთხვევაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისრეალობა ამ პრინციპებს ნამდვილად ვერ შეესაბამება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული სტიპენდიის გაცემის წესის საფუძველში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები:
Door te tekenen accepteer je de servicevoorwaarden van Care2 U kunt uw e-mail abonnementen op elk gewenst moment beheren.
Lukt het niet om dit te tekenen? Laat het ons weten..